სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებული სამი ზოდიაქოს ნიშანი

ოცდამეერთე საუკუნეში, როცა ადამიანური ურთიერთობები აქტიურად ჩაანაცვლა ვირტუალურმა კომუნიკაციამ, ალბათ გაცილებით რთულია ამოვიცნოთ ადამიანი, რომელიც სამსახიობო ნიჭითაა დაჯილდოებული და სხვების მოტყუების ხელოვნებას ოსტატურად ფლობს. თუმცა, თუკი ჩვენ ამა თუ იმ ინდივიდის ზოდიაქოს ნიშანი ვიცით, სავსებით შესაძლებელია, გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას იმის შესახებ, რამდენად არის განვითარებული თქვენს ახალ ნაცნობში პასუხისმგებლობის გრძნობა და ხომ არ უყვარს მას ე.წ. “ორმაგი თამაში”. ასტროლოგები თვლიან, რომ ყველა არა მაგრამ დიდი ნაწილი ქვემოთ ჩამოთვლილი სამი ზოდიაქოს ნიშნისა “დაჯილდოებულია” გარეკვეული სამსახიობო ტალანტით, რომელსაც ისინი თუ პროფესიულად არა, ყოველდღიურ ურთიერთობებში მაინც აქტიურად იყენებენ. თანაც ისე, რომ ხშირად ბოროტი განზრახვაც არ უდევთ გულში. სხვათა შორის “შავ სიაში” ე.წ. “გაორებული” ანუ დუალური ნიშნის წარმომადგენლები მოხვდნენ. ამიტომ გასაკვირიც არ არის, რატომ ახასიათებთ მათ გადაწყვეტილების და დანაპირების ხშირი ცვლა ან სულაც დავიწყება.

ტყუპი – მერკურით მართული ნიშანია. ყველაზე მოლაპარაკე და თავქარიანი. მას არამხოლოდ კარგად ეხერხება სხვების დარწმუნება თავის სიმართლეში, არამედ გაცილებით უკეთ გამოსდის ჭორების მიტან-მოტანა და ადამიანების როგორც დაკავშირება, ისე ერთმანეთზე გადაკიდება. ტყუპი უპასუხისმგებლოა, ხშირად აგვიანებს შეხვედრებზე ან საერთოდ არ მოდის დანიშნულების ადგილზე. და განა იმიტომ, რომ ჩაეძინა ან რაიმე უბედურება დაატყდა თავს, არა და არა. მან უბრალოდ უფრო საინტერესო საქმიანობა მონახა ან გაცილებით უფრო მომგებიან წინადადებას დათანხმდა.

მშვილდოსანი – დემაგოგიისკენ მიდრეკილი, საკუთარ უნიკალურობაში დარწმუნებული ნიშანია. მშვილდოსანს უყვარს საზოგადოებაში გურუს და მასწავლებლის როლის თამაში. მოსწონს სახალხოდ ფილოსოფიური მსჯელობა, მორალის, ეთიკის და პოლიტიკის საკითხებზე. თანაც, რაც ყველაზე მთავარია, იგი იმდენად გულწრფელად საუბრობს, რომ იშვიათად შეაქვს ვინმეს ეჭვი მისი ნათქვამის სისწორეში. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მშვილდოსანი იდეალისტია, დღეს თუ რაღაცას თავგამოდებით ამტკიცებდა, ხვალ ამ “რაღაცის” მწვავე მოწინააღმდეგედ შეიძლება მოგვევლინოს და ვერავინ დაუმტკიცებს მას საპირისპიროს.

თევზები – იშვიათად იტყუება ბოროტი განზრახვით. თუმცა, სურვილი უკეთეს სამყაროში იცხოვროს, თევზების დიდ ნაწილს აიძულებს რეალობა სასურველის მოდელზე გადააკეთოს და შეალამაზოს.

განაგრძეთ კითხვა: http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები