სამსაათიანი დიეტა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სურს დაიკლოს მუცლისა და თეძოების არეში

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მონოდიეტებსა და სხვა შეზღუდულ დიეტებს მოკლევადიანი ეფექტი აქვს: მკაცრი კვების რეჟიმის დასრულების შემდეგ წონა სწრაფადვე ბრუნდება.

ასეთი დიეტების დროს კუნთოვანი მასა მცირდება, რაც ანელებს მეტაბოლიზმს და სხეულის მასის მომატებას უწყობს ხელს.
საათობრივი დიეტა – კვება მკაცრად განსაზღვრულ დროის მონაკვეთებში – ეხმარება ორგანიზმს, თანდათანობით გათავისუფლდეს ცხიმისგან, განსაკუთრებით კი, მუცლის მიდამოებში. ასეთი კვების რეჟიმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ ვშიმშილობთ, რადგან საკვების მიღება აუცილებელია დღეში 6-8-ჯერ.
საათობრივი დიეტის ჩვენებები
მკაცრად განსაზღვრულ დროის მონაკვეთებში კვება რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც სურს კომფორტულად დაიკლოს წონაში მუცლისა და თეძოების არეში.
ერთ კვირაში ერთიდან სამ კილოგრამამდე იკლებთ. ამასთან, ერთადერთი სირთულე, რაც ამ დიეტას ახლავს, მკაცრად განსაზღრულ საათებში კვებაა – ჭამა ყოველ 2,5-3 საათში ერთხელ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთდღიანი დიეტის დროს – ყოველ ერთ საათში.
3 კვირაზე მეტი ასეთი კვების რეჟიმის დაცვა რეკომენდებული არ არის, დიეტის გამეორება შესაძლებელია ნახევარი წლის შემდეგ.
იმისათვის, რომ ეფექტურად დაიკლოთ წონაში, ამ დიეტის დროსაც დღეში 1500-1600 კკალ-ზე მეტი არ უნდა მიიღოთ. ასევე, იმისათვის, რომ ცხიმის წვა სწრაფადვე დაიწყოს, კვების რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, ვიტამინები, მიკროელემენტები და ომეგა-პოლიდატვირთული ცხიმ-მჟავები, რომლებსაც შეიცავს მზესუმზირის ზეთი და ცხიმიანი ზღვის თევზი.
სამსაათიანი დიეტა ხორხე კრუზის მიხედვით:
ხორხე კრუზის მეთოდი უფლებას გვაძლევს, ვჭამოთ ყველაფერი, რაც მოგვესურვება, ოღონდ ყოველ 3 საათში ერთხელ. უკანასკნელ სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ეს კვების რეჟიმი ხსნის სტრესის ჰორმონის ndash-ის დონეს, კორტიზოლს, რომელიც ცხიმოვან ფენის წარმოქმნას უწყობს ხელს მუცლისა და თეძოების არეში. სამი საათის განმავლობაში შაქრის დონე სისხლში სტაბილურდება და ორგანიზმში მეტაბოლიზმი ჩქარდება.
დიეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ კვება სამ ძირითად ეტაპად და სამ წახემსებად იყოფა. ძირითადი საკვების მიღების დროს უნდა დავიცვათ მარტივი წესი: შევავსოთ სტანდარტული თეფშის ნახევარი (კრუზის მიხედვით, ეს – 23 სმ დიამეტრია) ბოსტნეულით ან ხილით (უმჯობესია, დილით), მეორე ნახევარი – ისევ იყოფა ორ ნაწილად და თითოეული თანაბარი პროპორციებით ივსება ცილოვანი და ნახშირწყლებიანი პროდუქტებით. ამ ასორტს უნდა დაემატოს ერთი ჩაის კოვზი ცხოველური ან მცენარეული ცხიმი.
კიდევ ერთი მეთოდი საკვების მოცულობის გასაკონტროლებლად: თეფშზე ვალაგებთ პროდუქტებს ყველასათვის ცნობილი ნივთების მიხედვით. მაგალითად, ბოსტნეული – დაახლოებით სამი DVD-ს ყუთის მოცულობის, ნახშირწყლები – საშუალო ზომის კუბიკ-რუბიკისხელა, ხოლო ცილები – ბანქოს ერთ შეკვრის მოცულობის. თუკი მაინც ვერ დანაყრდით, დაიმატეთ ხილი ან ბოსტნეული კვლავ სამი DVD-ს ყუთის ზომის. სითხე უნდა მიიღოთ დღეში არანაკლებ 8 ჭიქისა, ხოლო ზაფხულში – 10. რეკომენდებულია, ნახშირწყლების მაქსიმალური რაოდენობა საკვების პირველ 2-3 მიღების დროს მიიღოთ, საღამოსკენ მხოლოდ ცილებისა და ბოსტნეულის მიღებას გირჩევთ. ამასთან, ცილა საკვების ყველა მიღებისას უნდა შედიოდეს.
დიეტის ძირითადი პრინციპები – ხშირი და მცირე წახემსებები
უნდა ჭამოთ ყოველ სამ საათში ერთხელ. ეს გრაფიკი დააჩქარებს მეტაბოლიზმს, სისხლში შაქრის დონეს დაბლა დასწევს, დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ენერგიის ბალანსი მთელი დღის განმავლობაში.
დიეტის დაცვა ძალიან მარტივია: გაიღვიძეთ – მაშინვე ისაუზმეთ, შემდეგ სამ საათში წაიხემსეთ და ასე გააგრძელეთ მთელი დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, საკვების ბოლო მიღება დაძინებამდე სამი საათით ადრე უნდა მოხდეს.
დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1500-ს.
სამსაათიანი დიეტის სამაგალითო რაციონი:
საუზმე: სენდვიჩი ინდაურის ხორცით, პომიდვრითა და მწვანილით.
სამხარი: სიმინდის ბურბუშელა და ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი;
სადილი: 200 გრ ორთქლზე მოხარშული თეთრი თევზი, ბერძნული სალათა;
სამხარი: 100 გრ ჩირი;
ვახშამი: კრევეტები ჯანჯაფილითა და თეთრი ღვინით, 100 გრ რბილი ყველი.
სამხარი: ერთი ჭიქა კეფირი და ერთი ცალი ვაშლი.
ამ დიეტის დაცვის შემთხვევაში 2 კვირაში გარანტირებულად იკლებთ 2-დან 5 კგ-მდე.
წყარო: მარაო.ჯი

კომენტარები

სხვა სიახლეები