სამოდელო კომპანიის სახე 60 წლის მოდელი გახდა (ფოტოკოლაჟი)
სამოდელო კომპანია „swimwear campaign“ -ის ახალი სახე ჰყავს, მოდელი იასმინა როსი არც მეტი არც ნაკლები 60 წლისაა. ასაკოვანი მოდელი მალიბუში ცხოვრობს და ახალი ონლაინ მაღაზიის the dresly-ის მოდელია. მაღაზია რეკლამას ნიუ-იორკში ქალის თეთრეულის ფირმას land of woman-ს უკეთებს.
როგორც Daily Mail Online-თან ინტერვიუში, ყველაზე ასაკოვანმა მოდელმა განაცხადა, ის მოდელობაზე თავის დანებებას არ აპირებს, მისი ახალგაზრდული ენერგია კი აიძულებს იყოს ლამაზი. იასმინა თავისი ცხოვრებით კმაყოფილია, ის მალიბუში ოკეანის პირას პატარა სასტუმროში ცხოვრობს, სადაც ღამღამობით ოკეანის ჩურჩულს აყურადებს
„ მე ყოველთვის ვფიქრობდი რომ ეს სხეული ჩემთვის საჩუქარი იყო. ასეთ საჩუქარს ამ ასაკში რა თქმა უნდა ნებისმიერი ინატრებდა“- აცხადებს მოდელი.
იასმინა სამსახიობო ოსტატობით და ფოტოგრაფიით არის გატაცებული. მოდელს უცნაური ფერის მონაცრისფრო თმა აქვს, რის გამოც მას აგენტებთან პრობლემა შეექმნა. მას თმის ფერის შეცვლა ურჩიეს, თუმცა ეს მოდელის ბუნებრივი თმის ფერია და მის შეცვლაზე იასმინამ კატეგორიული უარი განაცხადა.
60 წლის მოდელს გარდა ინტერნეტ მაღაზიის გვერდისა ფილმებშიც შეხვდებით, მათ შორისაა: „ნოემბრის სიყვარული“, „შეერთება“ , „უსამართლო დასასრული“.