სამი წლის გოგონას სქესობრივი მომწიფების ნიშნები გამოუვლინდა – იშვიათი შემთხვევა

დიდ ბრიტანეთში ექიმებმა უჩვეულო შემთხვევა დააფიქსირეს — სამი წლის გოგონას სქესობრივი მომწიფებისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდა.

ბავშვის დედამ შენიშნა, რომ გოგონას ორგანიზმში სქესობრივი მომწიფებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები გამოვლინდა — მათ შორის მკერდის ფორმირება და სხეულზე თმის ზრდა. ამის შემდეგ ოჯახმა ექიმებს მიმართა და ბავშვი დეტალურ სამედიცინო გამოკვლევაზე გადაიყვანა.

სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, შესაძლო მიზეზად დედის მიერ გამოყენებულ ჰორმონულ პრეპარატებთან შემთხვევითი კონტაქტი სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მენოპაუზის პერიოდში ჰორმონოთერაპიის კურსს გადის და ექიმების ვარაუდით, ბავშვი, შესაძლოა, სწორედ ამ პრეპარატების მოქმედ ნივთიერებებს შემთხვევით შეხებოდა.

მედიკოსების განმარტებით, მსგავსი შემთხვევები იშვიათია, თუმცა ძლიერი ჰორმონული საშუალებების მოქმედმა ნივთიერებებმა ბავშვზე შემთხვევითი კონტაქტის დროსაც შეიძლება მოახდინოს გავლენა .

ამ ეტაპზე გოგონა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ექიმები მის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები