სამი ყველაზე ორსახოვანი და ცვალებადი ზოდიაქოს ნიშანი

ალბათ ბევრ ჩვენგანს აღიზიანებს არაპროგნოზირებადი და ცვალებადი ადამიანები. აღარაფერს ვამბობთ უპასუხისმგებლობაზე. თუმცა დაფიქრებულხრათ იმაზე, რომ ის, რასაც ჩვენ უპასუხისმგებლობად აღვიქვამთ, ვიღაცისთვის უბრალოდ გულმავიწყობაა – სავსებით საპატიებელი და არცთუ დიდი ტრაგედია ამ ქვეყანაზე. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ცვალებადი ხასიათით და ორსახოვნებით ყველაზე მეტად სამი ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა.

ტყუპი – გაორებულ ანუ დუალურ ნიშნებში ყველაზე ხშირად ვხვდებით ადამიანებს, ვისაც ხასიათის ქარზე უფრო სწრაფი ცვალებადობა ახასიათებთ. ამ მხრივ კი ტყუპი მართლაც რომ ჩემპიონია. მას უამრავი გასართობი, ინტერესების მრავალსპექტრიანი სფერო და ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები გააჩნია. ამიტომ როგორ ხასიათზეც იღვიძებს დილით, გამორიცხულია იგივე განწყობაზე ის სადილობისას იხილოთ. ზოგჯერ შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ რამდენიმე სხვადასხვა ადამიანს ეკონტაქტებით მისი სახით. მერკურით მართული ეს ჰაეროვანი ნიშანი თავს არ იწუხებს ვალდებულებებით, მით უმეტეს საჭიროდ არ მიაჩნია ახსნა განმარტებები თუ, რატომ და რა მიზეზით დააგვიანა მთელი საათით, როცა სულ რაღაც თხუთმეტ წუთში შეგპირდათ მოსვლას.

კირჩხიბი – მისი ორსახოვნება, არა დუალურობის არამედ სენსიტიური და ერთობ ფრთხილი ხასიათის ბრალია. კირჩხიბებს შინაგანი პანიკა იპყრობთ, როცა  ვინმე მათ სულში ზედმეტად იქექება ან ცდილობს გამოააშკარაოს მისი რეალური ზრახვები. ამიტომ კირჩხიბი მუდამ “ნიღბით” დადის საზოგადოებაში იმიტომ რომ, ვინმემ ზედმეტად ახლოს არ გაბედოს მასთან მისვლა. ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი ნიღაბს იხსნიან, საკუთარი ოჯახი და სანათესავოა. კირჩხიბები ყოველთვის გამოიყურებიან იმაზე უფრო სუსტად და დაუცველად ვიდრე ეს სინამდვილეშია. მათთვის ამგვარი პოზა თავდაცვის მიზნით მომგებიანია. არავის უჩნდება სურვილი ყურადღება შეაჩეროს საზოგადოების “ნაცრისფერ” და უენო წევრზე. თუმცა, როცა საქმეს სჭირდება, კირჩხიბის საცეცები ნებისმიერ მიზანს წაეპოტინება და მიაღწევს საწადელს.

მერწყული – არასტანდარტულად მოაზროვნე, მსუბუქი ფორმის შიზოფრენიკია. უყვარს საზოგადოების შოკში ჩაგდება, იმიტომ რომ შინაგანად საოცრად ეპატაჟურია და ამას კაცთმოყვარეობისა და მეგობრულობის იმიჯს უკან მალავს. მერწყულს არ მოსწონს ახსნა-განმარტებები, არასოდეს თვლის საჭიროდ ვინმეს რამე აუხსნას და გააგებინოს. თუმცა, ამასთანავე, შეუძლია იყოს ერთგული მეგობარი და თანამებრძოლი. დაუზარლად გაუწოდოს დახმარების ხელი სრულიად უცხო ადამიანებს და შეიფაროს ისინი ძნელბედობის ჟამს, ისე რომ, არც კი დაინტერესდეს საიდან მოდიან ან როგორია მათი წარსული.

წყარო: http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები