ბრაზილიის ქალაქ პასუ-ფუნდუში მცხოვრები ტყუპი დები: რაფაელა, როშელი და ტაგიან ბინები ერთ დღეს გათხოვდნენ და საერთო საქორწინო ცერემონია გამართეს.
29 წლის პატარძლებმა თითქმის იდენტური კაბები და ერთნაირი ვარცხნილობა და მაკიაჟი აირჩიეს. მათმა საქმროებმა ასევე მსგავსი კოსტიუმები ჩაიცვეს.
როგორც ტყუპების მომავალმა მეუღლეებმა აღნიშნეს, მათ ეშინოდათ, საკურთხეველთან საცოლეები არ არეოდათ, მაგრამ ამის თავიდან აცილება შეძლეს. “თავიდანვე მივხვდი, ეკლესიაში შემოსული პატარძლებიდან ჩემი რჩეული რომელი იყო, რადგან იგი სამიდან ყველაზე ლამაზია”, – აღნიშნა ერთ-ერთმა სიძემ.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=lCYisxOjsbU[/youtube]