სამი რამ, რაც წყევლასავით მოქმედებს თქვენზე

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ჩა­ხე­დულ­მა მკი­თხვე­ლებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ არ­სე­ბობს კარ­მა და კარ­მის კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სამ­ყა­რო კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის პრინ­ციპს ემ­ყა­რე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ჩვენ­შია, ანა­რეკლს ჰპო­ვებს სამ­ყა­რო­ში.

ნე­ბის­მი­ე­რი ჩვე­ნი ქმე­დე­ბა და საქ­ცი­ე­ლი, ასახ­ვას ჰპო­ვებს სამ­ყა­რო­ში და კოს­მო­სი ყო­ველ­თვის გვპა­სუ­ხობს ჩა­დე­ნი­ლის ადეკ­ვა­ტუ­რად. დღეს იმა­ზე მინ­და გე­სა­უბ­როთ, თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს სი­ტყვე­ბი ჩვე­ნი კარ­მუ­ლი გზის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

არ­სე­ბობს სამი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ან­ტი­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი არხი, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად იბინ­ძუ­რებს სა­კუ­თარ აუ­რას.

  • ტყუ­ი­ლი – ტყუ­ი­ლის ორი ფორ­მა არ­სე­ბობს, თავ­დაც­ვი­თი და ინ­სტინ­ქტუ­რი. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში აქ­ტი­ურ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ენერ­გე­ტი­კა “თა­მა­სი”, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ადა­მი­ანს უბიძ­გებს იცხოვ­როს ილუ­ზო­რულ (გა­მო­გო­ნილ) სამ­ყა­რო­ში, რაც თა­ვის მხრივ ააქ­ტი­უ­რებს ქა­ოსს თა­ვად ამ ინ­დი­ვი­დის­ვე გარ­შე­მო. ხში­რად გი­ნა­ხავთ ალ­ბათ ერთი შე­ხედ­ვით ლა­მა­ზი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მარ­ტო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ეს ზუს­ტად ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ენერ­გია “თა­მა­სის” დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩვენ თა­ვად ვა­შე­ნებთ გა­ურ­კვევ­ლო­ბის კედ­ლებს გარ­შე­მო და ტყუ­ი­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­დღე თით­ქოს­და უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­ჭი­რო­ე­ბი­სას ვი­ყე­ნებთ, ადა­მი­ა­ნებ­ში ჩვენ მი­მართ გარ­კვე­ულ ბა­რი­ერს იწ­ვევს.
  • ამაო ლაქ­ლა­ქი – ჭო­რა­ო­ბა, დრო­ის გა­საყ­ვა­ნად ამ­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და გა­მო­გო­ნილ-შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი ადა­მი­ა­ნის აუ­რას აბინ­ძუ­რებს და ასუს­ტებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი აფერ­ხებს ინ­ტუ­ი­ცი­ას. თუკი თქვენ თავს და­ა­ნე­ბებთ ამაო ლაქ­ლაქს და ჭო­რა­ო­ბას მალე შე­ამ­ჩნევთ, რომ ნა­თელ­ხილ­ვის უნა­რი გა­გეხ­სნე­ბათ, ინ­ტუ­ი­ცი­ით გა­ი­აზ­რებთ ბევრ მოვ­ლე­ნას, რი­თაც სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ წი­ნას­წარ და­ა­კო­რექ­ტი­როთ თქვე­ნი ბედი.
  • ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა – კარ­მის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხში­რად ბილ­წსი­ტყვა­ობს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აფურ­თხებს ზე­ცას. ამი­ტომ იგი სა­კუ­თარ გზა­ზე იზი­დავს აგ­რე­სი­ას და ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას ასე­ვე. ამი­ტომ არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ რა­ტომ ლაგ­დე­ბა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ისე, რომ და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ ბრალ­დე­ბებს გი­ყე­ნე­ბენ ან გა­ვალ­დე­ბუ­ლე­ბენ აი­ტა­ნოთ აგ­რე­სია.

წყარო: ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები