სოციალურ ქსელში შემზარავი კადრები გავრცელდა სადაც ჩანს დედა, რომელიც სამი თვის შვილზე ფიზიკურად ძალადობს.
ვიდეო ქუთაისის ინფექციურ სავადმყოფოშია გადაღებული.
სამი თვის ბავშვს, რომელსაც სიცხე და ყურის ანთება აქვს დედა ფიზიკურად უსწორდება. ურტყავს რამდენჯერმე, მათ შორის თავში და სახეში. ძალადობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
არსებული ინფორმაციით, დედა-შვილმა კლინიკა ორი დღის წინ ხელწერილის საფუძველზე დატოვა. კლინიკაში ადასტურებენ, რომ ეს პირები ნამდვილად იყვნენ მათთან სამკურნალოდ და მას შემდეგ, რაც დედამ გაიგო, რომ კლინიკა სოციალური სამსახურისთვის მიმართვას აპირებდა, კლინიკა დატოვა.
დედა-შვილი იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ.