სამი თავზეხელაღებული და “ცხელი წყვილი” ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ გგონიათ, რამდენად ჰქვია მძაფრი ემოციებით გაჯერებულ ურთიერთობებს სიყვარული და დრამას უნდა ჰქონდეს თუ არა ადგილი ყოველდღიურობაში, როცა საქმე სიყვარულს ეხება? ასტროლოგები თვლიან, რომ ნამდვილ სიყვარულს სიმშვიდე მოაქვს, სხვა დანარჩენი კი უბრალოდ “კარმული ურთიერთობაა” ანუ ჩვენი ვალების გაქვითვა წარულთან. ამიტომაც ხდება, რომ ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში ზარზეიმით მოდიან, მერე კი რატომღაც ზოგჯერ ტკივილით, ომით და სამუდამოდ მიდიან. თუმცა, დღეს სევდიან თემაზე ნაკლებად ვილაპარაკებთ და ზოდიაქოს იმ წყვილებზე ვისაუბრებთ, ვისი რომანებიც თუმც კი ხანმოკლე, მაგრამ ლამაზი, ხმაურიანი და დრამატულია. მოკლედ, ასტროლოგიურ “ბონი და კლაიდის” ტიპაჟებს წარმოგიდგენთ, თანაც ერთბაშად სამს.

ვერძი & მორიელი – ნებისმიერი ასტროლოგი დაგეთანხმებათ, რომ მარსის (ვერძის მმართველი) და პლუტონის (მორიელის მმართველი) ალიანსი გარშემო მყოფებს არაფერ კარგს არ უქადის, თუმცა ერთობლივ ცხოვრებაშიც არაერთგზის იგიზგიზებს კოცონი ამ ორს შორის… ძირითადად ეჭვიანობისა და ვნების. მორიელი ვერძისთვის ვექტორული ნიშანია, ამიტომ იგი მარტივად იღებს ბატონობას ამ ლიდერულ, თითქოსდა დაუმორჩილებელ ადამიანზე. ვერძი მორიელის სულის სიძლიერესა და პრინციპულობას ემორჩილება, მორიელი კი თავის მხრივ

აღფრთოვანებულია ვერძის ბრძოლისუნარიანობითა და სიალალით, რომლის გამოც მორიელს არასოდეს ეშინია ვერძისგან “ზურგში დარტყმის”. სამაგიეროდ, თუ ამ წყვილს შორის ომი გაჩაღდა (რაც საკმაოდ მოსალოდნელია) დანდობა არ იარსებებს.  ისინი იდეალური არიან სექსში, ჩხუბში და მტრობაში, რა თქმა უნდა, სხვების წინააღმდეგ.

Astrologia


ლომი & მერწყული
– ოპოზიციური ნიშნების დუეტში, როგორსაც ლომი-მერწყულის წყვილი ქმნიან, რაც ერთს აკლია ის მეორეს აქვს და ამით პარტნიორს კიდეც აღიზიანებს და კიდეც აძლიერებს. მერწყული და ლომი ლიდერობის და ეპატაჟის მოყვარული ინდივიდები არიან, ორივეს მოსწონს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და ადამიანების შოკირება. ამასთან ერთად, იდეებს მერწყული იგონებს ლომი კი როგორც დაიდი მსახიობი ან რეჟისორი, მთელი შემოქმედებითი პერფორმანსის ავტორია. მათ შორის ვნებაც იქნება და მიჯაჭვულობაც, მანამ სანამ ერთმანეთს ლიდერობის ან ეჭვიანობის გამო არ წაეკიდებიან.

ტყუპი & მშვილდოსანი – ისევ ოპოზიციურ და ამასთან ერთად, ბევრი რამით მსგავს ადამიანებთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე. ტყუპიც და მშვილდოსანიც, მონოგამიურობის და ხშირი ცვლილებების მომხრეა, ამიტომ ისინი შესაძლოა ზუსტად ამ თვისებამ დააკავშიროს. ორივეს უყვარს არაფრით დამავალდებულებელი, თავისუფალი და მოკლევადიანი ურთიერთობა. თუმცა, შესაძლოა, მათ შორის სიყვარულმა იფეთქოს და საკმარისზე მეტ ხანსაც შერჩნენ ერთმანეთს. ისინი უფრო და-ძმასავით არიან ვიდრე ცოლ-ქმრულად. მათთვის საერთო იდეები და ფასეულობებია მთავარი. ძალიან უყვართ ერთად ხეტიალი და მოგზაურობა. არად დაგიდევენ საზოგადოების აზრს და შეხედულებას მათზე.

 წყარო: http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები