„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობები სერიალს ემშვიდობებიან

ცნობილი ბრიტანული სერიალი, ,,სამეფო კარის თამაშები” ეკრანებს ემშვიდობება. სერიალის გადაღებების პროცესი, თითქმის, 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
,,სამეფო კარის თამაშების” მსახიობი, ემილია კლარკი პირად “ინსტაგრამგვერდზე” აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მსახიობები, სცენარისტები, რეჟისორები და მთლიანი გადამღები ჯგუფი ლეგენდარულ სერიალს დაემშვიდობა.
„სამეფო კარის თამაშებმა შემქმნა მე, როგორც ქალი, მსახიობი და ადამიანი“, – წერს ემილია კლარკი.
შვიდი სეზონისგან განსხვავებით, ბოლო, მერვე სეზონს რეიტინგი საგრძნობლად დაუვარდა. გულშემატკივრებმა პეტიციაც კი შეადგინეს ბოლო სეზონის თავიდან გადასაღებად, თუმცა სერიალის ფანები, საბოლოოდ, თანხმდებიან იმაზე, რომ ბრიტანულმა სერიალმა დიდი როლი ითამაშა თანამედროვე კინემატოგრაფიაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები