ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი სერიალის უკანასკნელი ეპიზოდები 2019 წლის გაზაფხულზე გამოვა. ახლა კი ტელეკომპანია HBO-მ ვიდეო ანონსი გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია ყველა ის პროექტი, რომელსაც კომპანია 2019 წელს მაყურებელს წარუდგენს. ამ პროექტებს შორის „სამეფო კარის თამაშებიცაა“. ოფიციალურ ანონსში „სამეფო კარის თამაშების“ ეპიზოდების ნახვა 1:10 წუთიდან არის შესაძლებელი. სერიალის გადაღება უკვე დასრულებულია. მისი შემქმნელები გულშემატკივრებს და თაყვანისმცემლებს პირდებიან, რომ სერიალი ტელეეკრანებზე 2019 წლის მაისამდე გამოჩნდება.
https://www.youtube.com/watch?time_continue=100&v=ouA24T1Tz-Y