ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე კარანტინში გადაიყვანეს. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, სამედიცინო მომსახურება აღარ ესაჭიროება:
“წუთებს ვითვლი, დღეს კარანტინში უნდა გადავიდე. დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. ეს არ ნიშნავს რომ კორონავირუსი აღარ მაქვს, უბრალოდ სამედიცინო მომსახურება აღარ მესაჭიროება. სასტუმროში დაველოდებით როდის დამარცხდება საბოლოოდ და დამტოვებს”, – დაწერა ჟურნალისტმა.