სამბორბლიანი ავტომობილების ისტორია გლენ გორდონ (გერი) დევისის სახელს უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, რომ 1947-1949 წლებში გამოშვებული 13 მანქანიდან 12 ახლაც მწყობრშია, დევის დივენის ისტორია მაინც დროზე ადრე დასრულდა.
სამბორბლიანი ავტომობილების შესახებ ინფორმაციას, SOCAR Georgia Petroleum ავრცელებს, რომელსაც “კვირა +” უცვლელად გთავაზობთ.
“ეს უცნაური სამბორბლიანი “საოცრება”, ნახმარი მანქანების გამყიდველის – გლენ გორდონ (გერი) დევისის ფანტაზიის ნაყოფია.
ავტომობილს დევის დივენი ეწოდა და “დევის მოტორქარ ქომპანი” აწარმოებდა, თუმცა მისი ამბავი დიზაინივით მხიარული ნამდვილად არ ყოფილა.
გერი დევისმა 1947 წელს 2 პროტოტიპი შექმნა და აგრესიული მარკეტინგული კამპანია წამოიწყო, რომლის შედეგადაც წინასწარ არაერთი დილერული ხელშეკრულება გააფორმა და 1.2 მილიონი დოლარი შეაგროვა. სწორედ ამ თანხის მეშვეობით უნდა ჩაშვებულიყო სერიულ წარმოებაში დევის დივენები.
დიდძალი თანხის შეგროვების მიუხედავად, 2 წლის განმავლობაში კომპანიამ მანქანის მხოლოდ 13 ეგზემპლარი გამოუშვა, დევისმა კი არც პოტენციურ დილერებს დაუბრუნა თანხა და არც ქარხანაში მომუშავე მუშახელს გადაუხადა ხელფასი. შედეგად მას უამრავმა ადამიანმა უჩივლა; დევის დივენის ისტორია დროზე ადრე დასრულდა, თავად გერი დევისს კი შრომაგასწორებით ბანაკში 2 წლის გატარება მოუწია.
არადა დასანანია… ავტომობილი საკმაოდ გამძლე გამოდგა. 1947-1949 წლებში გამოშვებული 13 მანქანიდან 12 ახლაც მწყობრშია”, – წერია SOCAR Georgia Petroleum მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.