“სამარცხვინოები ხართ” – ქეთი დოლიძე მანანა ბერიკაშვილს დაუპირისპირდა

რეჟისორი ქეთი დოლიძე სოცქსელში პოსტს აქვეყნებს და მანანა ბერიკაშვილს უპირისპირდება. დოლიძე ამბობს, რომ თეატრიდან მისი გაშვება სწორედ ბერიკაშვილის გეგმა იყო.
“ააი, ამ გეგმის ავტორი გამიშვეს თეატრიდან და როცა კატეგორიულად მოვითხოვე ჩემი შემცვლელის გეგმა ეჩვენებინათ, ვერაფერიც ვერ მაჩვენეს!
რას მაჩვენებდნენ, რაც არ არსებობდა?!?!?!
დიახ, ყოველთვის გავიმეორებ, რომ ეს პირადად მანანა ბერიკაშვილის ჩადენილია!
ხელმოწერების შეგროვება, თითქოს, 37 წელი იყო!
აფერუმ თქვენ სინდისს, ნამუსს, უფრო სწორედ – უნამუსობას!!!
ბევრ რამეს მიაღწიეთ?
აყვავდით?!
ჩემი წასვლის მერე ერთი წლის მანძილზე რომ პრემიერა არ ყოფილა თეატრში, ეს გადაყლაპა სამინისტრომ და ქ-მა ბერიკაშვილმა, არა?!?!?
სამარცხვინოები ხართ!!!”, – წერს დოლიძე სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები