“სამარცხვინოები ხართ” – როგორ გამოეხმაურნენ სოცქსელში ტრიო მანდილის მიერ “ტიმატისთვის” შესრულებულ სიმღერას(ვიდეო)
პოპულარული ფოლკლორული ჯგუფის “ტრიო მანდილის” ახალ ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოში ტრიო მანდილი რუს მომღერალ ტიმატის შვილის შეძენას რუსულ ენაზე შესრულებული სიმღერით ულოცავს. ვიდეო თავად ტრიოს ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა. ქართველი მომხმარებლებისგან ვიდეოს მრავალი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
“ასე უკიდეგანოდ გაბანძებასაც ხომ ნიჭი უნდა”, “რა უფლებიიით ასაზიზღრებთ ქართულ სიმღერას.. დავყრუვდით ადამიანები. ტრიო მანდილი კი არა, სმენისარმქონე ტრიო უნდა გერქვათ”, “რაც შეიძლება ხმამაღლა და ბევრი იმღერეთ გოგოებო,იქნებ თქვენ მაინც დააყრუოთ და მოსპოთ რუსები”,- წერენ სოცქსელის ქართველი მომხმარებლები.