ვიეტნამში სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს ჯგუფი, რომელიც ნახმარ პრეზერვატივებს რეცხავდა, ფუთავდა და ყიდდა

ვიეტნამში სამართალდამცავებმა დააკავეს დამნაშავეთა ჯგუფი, რომელმაც ასობით ათასი ნახმარი პრეზერვატივი მოაგროვა, გარეცხა, ფორმა მისცა, შეფუთა და გაყიდა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, “საწარმოს” აღმოჩენისას, ადგილზე ნაპოვნი იქნა 320 000 ნახმარი პრეზერვატივი, რომელთა რეალიზაციაში ჩაშვებაც იგეგმებოდა.

ქალი, რომელიც ამ საქმისთვის დაქირავებული ჰყავდათ, გამოძიებასთან ყვება:

“თვეში ერთხელ მიგზავნიდნენ ასობით ნახმარ პრეზერვატივს, მე მათ ვრეცხავდი, ვაშრობდი, ფორმას ვაძლევდი და ვფუთავდი, შემდეგ კი მიჰქონდათ და ყოდდნენ”.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები