“სამაგალითო ხარ ჩემო ძმაო, ყოჩაღ” – თელავში პატრულის თანამშრომელმა გაჭირვებულს საკვები მიუტანა (ვიდეო)
სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ ეხმარება პატრულის თანამშრომელი მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ახალგაზრდას.
პოლიციელმა გაჭირვებულს საკვები მიუტანა.
როგორც პოსტიდან ირკვევა, პატრულის თანამშრომელი გიგა ქოროღლიშვილია.
“დღის ფოტო
გიგა ქოროღლიშვილი – სამაგალითო ხარ ჩემო ძმაო, ყოჩაღ!
#ჩვენგვყავსგმირიპოლიციელები
#სიკეთეგადამდებია”, – წერს კახა კუპატაძე.
ცნობისთვის, თელავში 7 ნოემბერს “ერეკლეობა 2019” აღინიშნა. ქალაქის მასშტაბით, დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გასართობი, კულტურული და სპორტული ღონისძიება მოეწყო.