“სალომე ჭაჭუასა და ჯორდან კონროის ცეცხლოვანი სალსა” – ქართველი მოცეკვავის წარმატება ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებში”
გუშინ ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების” პირველი ტური გაიმართა, სადაც სალომე ჭაჭუამ და მისმა მეწყვილემ, სალსა შეასრულეს. ჟიურიმ მათ გამოსვლას “არაჩვეულებრივი უწოდა.”
ცეკვას სოციალურ ქსელებშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სალომემ და ჯორდანმა ჯეისონ დერულოს სიმღერის თანხლებით იცეკვეს და მაყურებელი თავიანთი ნიჭით გააოცეს. ჟიურის წევრმა, ბრაიან რედმონდმა, პროფესიონალური უწოდა მათ შესრულებულ სალსას.
სოციალურ მედიაში კომპლიმენტებს არ დაიშურეს სალომე ჭაჭუას და ჯორდან კონროის შესაქებად. ჟიურისგან მათ, საერთო ჯამში, 22 ქულა მიიღეს შედეგად კი, წყვილი მეორე ადგილზე გავიდა.