„უნდა ავიცრათ, სხვა არჩევანი არ გვაქვს“,- ამის შესახებ მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, სალომე მელია საუბრობს.
როგორც იგი აღნიშნავს, კოვიდპანდემიამ სპორტსმენებს, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ფინანსური პრობლემებიც შეუქმნა.
„კოვიდი გადავიტანე და ჯერ არ ვარ აცრილი. კაცობრიობას ვაქცინაციაზე უკეთესი არაფერი მოუფიქრებია და უნდა ავიცრათ, სხვა არჩევანი არ გვაქვს.
სპორტში, გარდა სხვა პრობლემებისა, ფინანსური პრობლემებიც შეიქმნა. ვინც ვაქცინირებული არ არის, მათთვის კოვიდტესტების მოთხოვნის ვალდებულება დგება. ამ შემთხვევაში, ტექნიკურ პრობლემებთან ერთად ფინანსურიც იჩენს თავს. ვფიქრობ, მალე უნდა დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს”,- ამბობს სალომე მელია.
სხვა სიახლეები