“ქართველთა მარშის” გარშემო ატეხილ სკანდალს, მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის გია კორკოტაშვილის შვილი, მომღერალი სალომე კორკოტაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა:
“არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი! მირეკავენ ჟურნალისტები და აინტერესებთ რას ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით!
მე საქართველოს სიყვარული ჩემმა მშობლებმა მასწავლეს ჩემი მთავარი მოტივია რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი საქმე ვაკეთო. ვინც მიცნობს და იცის როგორ ვცხოვრობ და როგორ ვშრომობ იმისთვის რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინო როგორი მუსიკალური და ნიჭიერი ხალხი ვართ საქართველოში. ყველას სხვა და სხვა აზრი გვაქვს მაგრამ გთხოვთ ნუ დაესევით ერთმანეთს !!
ყველას კარგი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის… გინებით და ლანძღვით ვერ მივაღწევთ ვერაფერს კარგს.
ყველას გვაქვს იმის საშუალება რომ ვილაპარაკოთ ღიად პრობლემებზე და ცივილიზებულად გადავწყვიტოთ პრობლემები. ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ!! Stop acting like children in the playground and start talking like civilized adults
#მშვიდობასაქართველოში” – წერს სალომე კორკოტაშვილი.
Next Post
სხვა სიახლეები