საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა “ჯეოსელთან” ერთად ახორციელებს დიგიტალიზაციის ახალ პროექტს სახელწოდებით “ციფრული ფოტომატიანე”. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის დედის ზეინაბ კედიას ცხოვრების ფოტოქრონიკა.
„დიდი ოჯახის წარმოამდგენელს ემიგრაციაში მოუწია ცხოვრება, თუმცა წამით არ დაუკარგია კავშირი საკუთარ ქვეყანასთან. ის გახლდათ გამოჩენილი ქართველი მამულიშვილის, ლევან ზურაბიშვილის მეუღლე. ყავს ორი შვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და ოთარ ზურაბიშვილი. ამ ოჯახის მოღვაწეობის ამსახველ სურათებს შემდეგშიც ხშირად მივუბრუნდებით“.
https://www.facebook.com/NATIONALPARLIAMENTARYLIBRARYOFGEORGIA