ინგრედიენტები:
1 ც. ქათმის ფილე
4 ც. კვერცხი 2 ც.
კივი 1 ც.
ვაშლი 1 ც.
სტაფილო ან 100 გრ.
კორეული სატაფილო 100 გრ.
ყველი.
1-2 კბილი ნიორი.
მაიონეზი 1.
ჩკ. ლიმონის წვენი, კივი ან წითელი ბულგარული წიწაკა გასაფორმებლად
მომზადების წესი: მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით წვრილად. მსხვილად დახეხეთ მოხარშული სტაფილო, ასევე დახეხეთ მოხარშული კვერცხი. ორი ცალი კივი და ვაშლი დაჭერით კუბებად. ყველი დახეხეთ წვრილად. დიდ თეფშზე დადგით ჭიქა. გარშემო შემოუწყვეთ ქათამი. შეურიეთ დაჭყლეტილი ნიორი და მაიონეზი და წაუსვით ქათამს. მოაყარეთ დაჭრილი კივი, ზემოდან დააყარეთ კვერცხი, წაუსვით მაიონეზი. შემდეგი ფენა – სტაფილო და მაიონეზი, ვაშლი და კვლავ მაიონეზი. ბოლოს მოაყარეთ ყველი, წაუსვით მაიონეზი. კივი დაჭერით თხელ ნაჭრებად, დააწყვეთ სალათზე და მორთეთ თწვენი გემოვნებით. მზა სალათი მაცივარში შედგით 2-3 საათის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ ჭიქა.