სალათა სიმინდით

 

ინგრედიენტები:
კრაბის ჩხირი – 1 შეკვრა,
დაკონსერვებული სიმინდი – 1 ქილა,
კვერცხი – 3 ცალი,
ხახვი – 150 გრ,
მაიონეზი, მარილი.

მომზადების წესი: კვერცხი მოვხარშოთ და გავხეხოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ, მღუღარე წყალი დავასხათ და 10 წუთით დავტოვოთ, შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ. კრაბები წვრილად დავჭრათ. თასში ყველა ინგრედიენტები მოვათავსოთ, მარილი მოვაყაროთ, მაიონეზი მოვასხათ და კარგად ავურიოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები