ინგრედიენტები:
ქათმის ფილე – 300 გრ,
დაკონსერვებული სიმინდი – 400 გრ,
დაკონსერვებული სოკო- 200 გრ,
კვერცხი – 3 ცალი, სტაფილო -200 გრ,
ხახვი -1 თავი,
ზეთისხილი -გემოვნებით,
ჩიფსები – გემონნებით,
მაიონეზი – 1 ქილა,
ზეთი – 1 ლიტრი.
მომზადების წესი: კვერცხი და სტაფილო მოვხარშოთ და სახეხზე გავხეხოთ. ფილე ზეთში შევწვათ, ხახვი და სოკო მოვშუშოთ. სასალათეში ფილე ჩავაწყოთ და ზემოდან მაიონეზი წაუსვათ, შემდეგი ფენა სტაფილო, მაიონეზი, სოკო მაიონეზი, ხახვი მაიონეზი, კვერცხი მაიონეზი, ბოლო ფენა – სიმინდი. გარშემო ჩიფებით გავაფორმოთ და თავზე კი – ზეთისხილით.