ინგრედიენტები: ყველი მაცარელა- 200 გრ, პამიდორი ჩერი – 200 გრ, მოხარშული კრივეტები – 200 გრ, ავოკადო – 2 ცალი, სალათის ფურცლები. სოუსისთვის: ზეთი – 5 ს/კ, ლაიმის წვენი, მარილი, წიწაკა.
მომზადების წესი: მაცარელა საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. პამიდორი შუაზე გავჭრათ. ავოკადო გავფცქვნათ და საშუალო ნაჭრებად დავჭრათ.
სოუსი მოვამზადოთ: თასში ზეთი, ლაიმის წვენი ჩავასხათ, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ. ყველა ინგრედიენტები ცალკე თასში ჩავყაროთ და მომზადებული სოუსი მოვასხათ. თეფშზე სალათის ფურცლები მოვათავსოთ და ზემოდან ბოსტნეული დავაწყოთ.