სალათა ლორით

 

ინგრედიენტები:
ლორი – 200 გრ,
კიტრი – 200 გრ,
პამიდორი – 200 გრ,
ხახვი – 150 გრ,
სალათის ფურცელი,
მარილი, წიწაკა.
მარინადისთვის: ძმარი – 10 ს/კ,
შაქარი – 3 ს/კ,
წყალი – 15 ს/კ.
სოუსისთვის:
ზეთი – 5ს/კ,
ძმარი – 3 ს/კ,
მდოგვი – 1 ს/კ.

მომზადების წესი: ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ. მარინადი მოვამზადოთ: ძმარი, წყალი და შაქარი ერთმანეთში შევურიოთ. ხახვი მარინადში ჩავდოთ და 30 წუთით დავტოვოთ. ლორი და კიტრი სიგრძეზე დავჭრათ. პამიდორი – კუბიკებად. მოვამზადოთ სოუსი: მდოგვი, ძმარი და ზეთი შევურიოთ ერთმანეთში. სალათის ფურცელი ხელით დავხიოთ და თასში ჩავდოთ. შემდეგ ხახვი, ლორი, კიტრი და პამიდორი დავუმატოთ. მარილი და წიწაკა მოვაყაროთ. ბოლოს კი სოუსი მოვასხათ და კარგად ავურიოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები