სალათა ,,ვეფხვი“

 ინგრედიენტები:
კარტოფილი – 400 გრ,
ძეხვი – 200 გრ, კიტრი – 200 გრ,
ხახვი – 150 გრ, სტაფილო – 400 გრ, მაიონეზი, მარილი, წიწაკა, ზეთისხილი – 6-7 ცალი.
მომზადების წესი: კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი მოვხარშოთ.
ძეხვი და კიტრი კუბიკებად დავჭრათ. კარტოფილი, კვერცხი და სტაფილო გავხეხოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ. თეფშზე კარტოფილი მოვათავსოთ და ვეფხვის თავის ფორმა მივცეთ. შემდეგ მაიონეზი წავუსვათ. სალათას ფენა-ფენად ვაწყობთ და ყოველ ფენას შორის მაიონეზი უნდა მოვასხათ. შემდეგი ფენა ძეხვი და მაიონეზია, კიტრი- მაიონეზი, ხახვი – მაიონეზი, კვერცხი -მაიონეზი. ბოლო ფენა სტაფილოა. კვერცხი ცილისგან თვალები და ლოყა გავაკეთოთ, ზეთისხილისგან – ცხვირი და წამწამები. კიტრისგან – გუგები, ძეხვისგან – პირი.

კომენტარები

სხვა სიახლეები