“საკუთარ შვილს სახლს ართმევს.. წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია”-ბასილაშვილის მეუღლის ადვოკატი
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლის ადვოკატი, ანა აბაშიძე ბასილაშვილის ტურნირის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
“ამას არ დავწერდი ნამდვილად რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით”- წერს ანა აბაშიძე.