საკეისრო კვეთის შემდეგ გადაღებული ქალისა და ახალშობილის ფოტო ინტერნეტში განსჯის საგანი გახდა

ქსელში ახალნამშობიარები დედისა და ახალშობილის ფოტო გავრცელდა, რომელმაც ინტერნეტში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
29 წლის ფოტოგრაფმა ჰელენ ალერმა Facebook-ზე ორი დღის ნამშობიარები ქალის ფოტო დადო, რამაც ქსელში დიდი კამათი გამოიწვია. ფოტოზე გამოსახულმა ქალმა ანონიმურად ყოფნა არჩია.

ორაზროვანმა ფოტომ რამდენიმე საათში ათიათასობით “ლაიქი” დააგროვა და ქსელში გაცხარებული დისკუსია გამოიწვია.

თავად ფოტოგრაფი არ ელოდა ასეთ აჟიოტაჟს და აღიარა, რომ არ უფიქრია, რომ ქალის ეს გამოსახულება სოცქსელში “ბომბად” იქცეოდა.
“არ მეგონა, რომ ასეთი აჟიოტაჟი ატყდებოდა ამ ფოტოს ირგვლივ”, – თქვა ჰელენმა.ამ ფოტოთი ჰელენ ალერს სურდა, მილიონობით ქალისთვის

ეთქვა, რომ არ უნდა შერცხვეთ არანაირ ვითარებაში საკუთარი თავის წარმოჩენის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ორსული ან ახალნამშობიარები ქალის ფოტო სოციალურ ქსელებში განსჯის საგანი ხდება.

ახლახან Instagram-ის ადმინისტრაციამ დაბლოკა ფოტოგრაფის პროფილი, რომელმაც საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც დედა შვილს ძუძუს აწოვებდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების აღშფოთებისა და ინტერნეტში ნამდვილი “ბუნტის” მოწყობის შემდეგ “ორსული” ფოტობლოგი უკან დააბრუნეს.

foto 1

 

http://www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები