საზოგადოების თანადგომით, კახა დევიძე ქიმიის კურს დაიწყებს, თუმცა მას ისევ სჭირდება ფინასური მხარდაჭერა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია 31 კახა დევიძის ჯანმრთელობის შესახებ.

როგორც უკვე ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე ერთ საბედისწერო დღეს შეექმნა. კახა ავეჯის ცეხში მუშაობდა. ერთ ავადსახსენებელ დღეს, როცა სახლში დაღლილი მიდიოდა, რუსმა სამართალდამცავებმა მხოლოდ იმიტომ გააჩერეს, რომ ქართველი იყო და დაუნდობლად სცემეს.

შედეგად, მას მარჯვენა ყბაყურა ჯირკვლის ნათელუჯრედოვანი კარცინომა და კისრის მიდამოს ნათელუჯრედოვანი კარცინომა დაუდგინდა.

თქვენი წყალობითა და გვერდში დგომით, მოვახერხეთ ზუსტი ანალიზების დადგენა და ის, თუ რა სახის მკურნალობა სჭირდება კახას. დღე მისმა მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტა, დაიწყოს ქიმიის გაკეთება.

მიუხედავად იმისა, რომ დიდად საიმედო მდგომარეობა არ არის, კახამ გადაწყვიტა, ამ ვერაგ დაავადებას ებრძოლოს.

მეგობრებო, ისევ გვჭირდება თქვენი ფინასური მხარდაჭერა. ერთად ვიბრძოლოთ მისი სიცოცხლისთვის.

ანგარიშის, ნომერი:
საქართველოს ბანკი: GE79BG0000000175229500

მიმღები ზაზა დევიძე :599 54 52 58

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები