ლილოს დასახლებაში გადაღებაზე “საზმაუს” კამერა მოჰპარეს

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადამღებ ჯგუფს გასულ ღამეს, ლილოს დასახლებაში ხანძრის შედეგების გადაღების დროს ვიდეოკამერა მოჰპარეს.

შსს-ს განცხადებით, ქურდობის ბრალდებით უკვე დაკავებულია ერთი პირი, ვიდეოკამერა კი ტელევიზიას დაუბრუნდა.

“მიმდებარე პერიმეტრზე ამ დროს სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. მათ ა.ო. ლილოს ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს”, – განაცხადეს “საზმაუში” .

კომენტარები

სხვა სიახლეები