“საზიზღრობა და საშინელება იყო, დღეს რაც მოხდა… ეს არის შემეტენე ხალხი” – ლინდა ადამიას აღშფოთებული განცხადება

“X ფაქტორის” გუშინდელი ლაივ-კონცერტი მოულოდნელი შედეგით დასრულდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, აუტსაიდერებში ლინდა ადამია და ჯგუფი “ვანილა კეიჯი” მოხვდა, ჟიურიმ კი პროექტში ლინდა ადამია დატოვა. მაყურებლის რჩეული უკვე მესამედ, გიორგი ნაკაშიძე გახდა.

ლინდა მხარდამჭერების პასიურობით უკმაყოფილოა.
– საზიზღრობა და საშინელება იყო, დღეს რაც მოხდა, იმედია ეს აღარ განმეორდება. ყველაზე მეტად იმედგაცრუებული ვარ ჩემი მეგობრებით, ახლობლებით, ასევე, მხარდამჭერებით. ისინი მეუბნებიან, რომ მგულშემატკვრობენ პროექტში და მირეკავენ, რაც ტყუილია. ეს არის შემეტენე ხალხი, ყოველ ორშაბათს ჩანს, ვინ მირეკავს და ვინ – არა. დიდი მადლობა ამ ხალხს. ჟიურის მადლობელი ვარ, მენტორები რომ არ ყოფილიყვნენ, ახლა სახლში ვიჯდებოდი და ვიტირებდი. ძალიან განვიცადე აუტსაიდერებში დგომა. წინაზეც ცოტა ხმა დამაკლდა აუტსაიდერებში მოხვედრას. მაყურებელი ყველაფერს კარგს წერს ჩემზე და ეს მოწონება მესიჯებში გამოხატონ.

პროექტი ჯგუფმა “ვანილა კეიჯიმ” დატოვა, გოგონები მენტორების გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევენ.
თეო (ვანილა კეიჯის ვოკალისტი): ამ პროექტისგან ყველაფერს უნდა ელოდო, მაგრამ ახლა თუ დავტოვებდი პროექტს, არ მეგონა. ძალიან უსამართლო იყო ჟიურის გადაწყვეტილება. სოციალურ ქსელში ბევრი გულშემატკივარი გვყავს და

ასე ადრე არ უნდა დაგვეტოვებინა პროექტი. ლინდას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ჩვენ შეგვეძლო გაგვემრავალფეროვნებინა პროექტი და მათ ამის შანსი დაკარგეს. “ვანილა კეიჯი” “იქს ფაქტორით” არც დაწყებულა და არც მთავრდება. ჩვენ ბევრი გეგმები გვაქვს.

გუშინდელ ტურზე მაყურებლის წინაშე უჩვეულო ამპლუაში წარსდგა ჯგუფი “პულსი”. ბიჭებმა მსმენელს ქართული სიმღერა შესთავაზეს და წინა ტურისგან განსხვავებით, აუტსაიდერებში არ მოხვდნენ.

– გამორჩეული ტური იყო, თუნდაც იმიტომ, რომ არ ვიდექით აუტსაიდერებში. ქართული სიმღერა ვიმღერეთ, რამაც გაამართლა. ჩვენი იდეა იყო ქართული სიმღერის შესრულება და მგონი კარგი არჩევანი გავაკეთეთ. ძალიან დამწყდა გული, პროექტი “ვანილა კეიჯმა” რომ დატოვა.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები