საზამთროს მოჰიტო

ინგრედიენტები: ნახევარი მცირე ზომის საზამთრო, 1 კონა პიტნა, 1 ს/კ შაქარი, 1 ცალი ლაიმი, 1 ¼ ჭიქა თეთრი რომი, ყინულის კუბები.

მომზადების წესი: საზამთროს კურკები გამოვაცალოთ, პატარა ნაჭრებად დავჭრათ, დავაბლენდეროთ. პიტნას უხეში ღეროები მოვაცალოთ, 6 ღერო მოსართავად გადავდოთ, დანარჩენი დიდი ზომის კონტეინერში დაჭრილ ლაიმთან და შაქართან ერთად ჩავყაროთ. ხის კოვზით კარგად პიტნა და ლაიმი გავსრისოთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. საზამთროს წვენი და რომი დავუმატოთ. ყინული ჩავყაროთ და ამოურიეთ. ჭიქებში გადავიტანოთ და პიტნის ღეროებით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები