“სავსემთვარეობაა და საკმაოდ რთული დღე იქნება” – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

5 ივნისის პროგნოზზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “ფორტუნასთან” საუბრობს. ის ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს, რომ დღეს სავსემთვარეობაა და საკმაოდ რთული დღე იქნება:

“დღეს სავსემთვარეობა და ამავდროულად მთვარის დაბნელებაა, დღე საკმაოდ რთული იქნება. შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს. აკონტროლეთ ემოციები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ლოცვისთვის.

ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის არე, ოპერაციები ამ ორგანოებზე, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, შავი, ლურჯი, ყვითელი , ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, თოფაზი, ოფსიდიანი, მარგალიტი და ონიქსი,  ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძის, ტყუპების და მერწყლისათვის, ქალწულისა და მორიელისთვის”, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები