„საერთოდ არ ეხალისებათ ამ ადამიანებს კანონდამრღვევი მოქალაქეებისთვის ჯარიმის გამოწერა“ – ჟურნალისტი საპატრულო პოლიციაზე

ჟურნალისტი სოფიო კაკაჩია სოციალურ ქსელ Facebook–ის პირად გვერდზე „კომენდანტის საათისას“ საპატრულო პოლიციის მუშაობის შესახებ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„კომენდანტის საათის” დროს ქალაქის ცენტრში ველოთი პირველად გავედით მე და ჩემი ოპერატორი Nika Siordia, ზუსტად ხუთმა ეკიპაჟმა გაგავაჩერა სხვადასხვა ლოკაციაზე…

პატრულის რეაქცია, ვციტირებ:

“კომენდანტის საათი” დაიწყო და გირჩევთ, სახლში წახვიდეთ, ახალგაზრდებო”

არანაირი აგრესია…

ამ გარემოებიდან გამომდინარე, ზუსტად შემიძლია, ვთქვა, რომ  საერთოდ არ ეხალისება ამ ადამიანებს კანონდამრღვევი მოქალაქეებისთვის ჯარიმის გამოწერა.

პ.ს. ცხადია, კანონი არ დაგვირღვევია. გვაქვს შესაბამისი გადაადგილების ნებართვა, როგორც მედიის წარმომადგენლებს… ეს პოსტიც  კანონდარღვევისკენ მოწოდებას არ ემსახურება, უბრალოდ, დამოკიდებულებას ასახავს ფორმიანსა და უბრალო ადამიანებს შორის!!“, – წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები