სად იყო გოგონა რომელიც ათი წლის მანძილზე გარდაცვლილად ითვლებოდა

ჩინელი გოგონა, რომელიც 10 წლის მანძილზე გარდაცვლილად ითვლებოდა, საღსალამათია. მან ბოლო ათი წელი ინტერნეტკაფეში გაატარა, სადაც ცხოვრობდა და თამაშობდა.

გოგონა, რომელსაც ჩიაო იუნი ქვია და ამჟამად 24 წლისაა, სახლიდან 10 წლის წინ მშობლებთან შეკამათების შემდეგ წავიდა. მას ათი წლის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი ოჯახმა გოგონა გარდაცვლილად გამოაცხადა. თუმცა 20 ნოემბერს ინტერნეტკაფეს შემოწმებისას პოლიციელებმა გოგონა ცოცხალი იპოვეს.

ჩიაო იუნი, რომელსაც ყალბი პირადობის მოწმობა ჰქონდა, ადგილობრივი პოლიციის შენობაში გადაიყვანეს დასაკითხად. გოგონამ განაცხადა, რომ ათი წელი სხვადასხვა ინტერნეტკაფეში ცხოვრობდა.

გოგონა ”შუთერ” თამაშს CrossFire-ს თამაშობდა და კაფეებსა და აბანოებში იძინებდა. ძირითადად კაფეების მეპატრონეების მოწყალების ხარჯზე ცხოვრობდა და შიგადაშიგ კაფეებში მოლარედ მუშაობდა.

პოლიცია გოგონას მშობლებს დაუკავშირდა და აცნობა მათი ქალიშვილის ამბავი. გოგონას დედამ პრესასთან განაცხადა, რომ ათი წლის მანძილზე ტელეფონის ნომერი არ შეუცვლია იმ იმედით, რომ ერთ დღესაც შვილი დაუკავშირდებოდა.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები