სად ისვენებს ოჯახთან ერთად ლელა მებურიშვილი და რაზე თქვა უარი მსახიობის ქმარმა

ლელა მებურიშვილის გმირი ”ჩემი ცოლის დაქალებში” სამსახურის გარეშე დარჩა. კატომ გადაწყვიტა, ქმრის შესანარჩუნებლად სამსახური დაეტოვებინა.
მისი საქციელი სოციალურ ქსელში ბევრმა გააკრიტიკა. ლელას გმირს ასეთი სულელური საქციელი არასოდეს ჩაუდენიაო, წერს აღშფოთებული მაყურებელი სოციალურ ქსელში.
სერიალისგან განსხვავებით რეალურ ცხოვრებაში ლელა ოჯახური  ბედნიერებით ტკბება.
მსახიობი მეუღლესთან ბაჩო საგანელიძესთან და შვილთან ერთად ესპანეთში ისვენებს. ქალაქ სან სებასტიანში წყვილი არაჩვეულებრივ დროს ატარებს. ეს მათ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოებიდანაც კარგად ჩანს.
ესპანეთში ბაჩომ გადაწყვიტა, მოწევისთვის თავი დაენებებინა. ”ფეისბუქზეც” დაწერა, რომ რომ სიგარეტს დაემშვიდობა. მეგობრები ბაჩოს ურჩევენ, ვარჯიში დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე წონაში  მოიმატებო, აფრთხილებენ.
თუმცა ბაჩო ამ თემაზე არ დარდობს და მეგობრებს, ვისაც ამ მავნე ჩვევისთვის თავის დანებება სურთ, ურჩევს მოწევას ნელ-ნელა დაანებონ თავი.
როგორც ფოტოებიდან ჩანს დროს არაჩვეულებრივად ატარებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები