სად და როგორ უნდა გავიკეთოთ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა

შეიძლება ითქვას, ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში წითელას ოფიციალურად დაფიქსირებული 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას პრევენციის მიზნით, წითელას საწინააღმდეგო აცრის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს.
ვაქცინის გაკეთება ნებისმიერ პოლიკლინიკაში შეგიძლიათ და ექიმის ცნობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის. 40-წლამდე მოქალაქეებისთვის ვაქცინა უფასოა.

კომენტარები

სხვა სიახლეები