სად დაჰყავთ შვილები გასართობად ცნობილ სახეებს

მართალია, დღეს ცხოვრების რიტმი ისეთი აჩქარებულია, რომ მშობლებს, რომლებიც მუშაობენ, შვილებისთვის ნაკლები დრო რჩებათ, მაგრამ მაინც ახერხებენ და პერიოდულად ბავშვები სხვადასხვა გასართობ ცენტრსა და ადგილას დაჰყავთ. ადრე თუ ბევრი უნდა გეფიქრა, სად წაგეყვანა შვილი ცირკის, ზოოპარკისა და კინოს გარდა, ახლა ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოხსნილია.

თბილისში უკვე გაჩნდა გასართობი ცენტრები, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ არ არსებობს სივრცე, სადაც ბავშვები და მშობლები ერთად ბედნიერად იგრძნობენ თავს.
სად ერთობიან შვილებთან ერთად და რამდენად კმაყოფილები არიან თბილისში არსებული გასართობი ცენტრებით, რამდენიმე ცნობილ სახეს ვკითხეთ.

ჟურნალისტი და ტელესახე სალომე გოგიაშვილი სამი შვილის დედაა და ახლა მეოთხეს ელოდება. მის მეუღლეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს და ისინიც ხშირად სტუმრობენ ოჯახს, ამიტომ მათ სახლში მუდმივად ჟრიამულია.

”ჩვენს სახლში იმდენი ბავშვია, რომ ყველაზე კარგად ერთმანეთთან ერთობიან. სახლში დიდი კინოთეატრი გვაქვს და სპეციალურად ბავშვებისთვის კინოჩვენებებს ვაწყობთ. ახლა თქვენს კითხვაზე ვფიქრობ და მართლა არ ვიცი, სად შეიძლება წავიყვანო შვილები ისეთ ადგილას, რომ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, კარგად გაერთონ. ვფიქრობ, ეს პრობლემა თბილისში დგას. რამდენჯერ შეიძლება ბავშვი მთაწმინდის პარკში აიყვანო. აუცილებელია ისეთი სივრცე, სადაც ბავშვიც გაერთობა და მშობელიც დაისვენებს. მრავალფეროვნებისთვის ჩემი შვილები საკუთარ მეგობრებს სახლში ეპატიჟებიან და ისე ერთობიან”.

ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი რამდენიმე თვეა, რაც პოლიტიკაში წავიდა, მაგრამ შვილებისთვის მაინც იცლის და მათ წაყვანას გასართობ ადგილებში პერიოდულად ახერხებს.

”ბავშვები ყველაზე ხშირად ბოტანიკურ ბაღში დამყავს, მიმაჩნია, რომ იქ ყველაზე კარგი სივრცეა მათი დასვენებისთვის. ერთადერთი პრობლემაა, რომ ერთი ჯიხური არ დგას, სადაც ყავა და წყალი გაიყიდება, ეს ბოტანიკურის დირექტორსაც ვუთხარი და დამპირდნენ, რომ ამ პრობლემას მოაგვარებენ. ზოოპარკისთვის ჩემი შვილები უკვე გაიზარდნენ, იქ აღარ დავდივართ, მაგრამ დამყავს კინოში, საბავშვო კინოსეანსებზე, სხვათა შორის, გუშინაც ვიყავით. ჩემთვის ისეთი სივრცე, სადაც მშობელიც დაისვენებს და ბავშვიც, მაინც ბოტანიკური ბაღია”.

მომღერალი სოფო ბედია უკვე წლებია, რაც ვარსკვლავურად ცხოვრობს. გასტროლები, კონცერტები, საყვარელი საქმე – სიმღერა. როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავს, იმაზე ფიქრობს, სად წაიყვანოს თავისი პატარა ბიჭი გასართობად.

”ზოოპარკი, საბავშვო რესტორნები – ეს ის ადგილებია, სადაც ბავშვი გასართობად დამყავს. ჩემი დატვირთული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ბავშვთან ისედაც იშვიათად მიწევს კონტაქტი და ამიტომ, როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, ვცდილობ, გასართობად წავიყვანო. მთლიანობაში არ ვარ უკმაყოფილო იმ ცენტრების, რაც თბილისშია. შეიძლება, მე ვერ ვერთობოდე, მაგრამ ისევ დროის უკმარისობის გამო, მთელი ყურადღება შვილზე მაქვს გადატანილი და სულ იმაზე ვფიქრობ, ბავშვმა იგრძნოს თავი კომფორტულად. ჩემს ბიჭს ძალიან უყვარს ზოოპარკი, ცხოველები და ყველაზე ბედნიერად თავს მაინც იქ გრძნობს”.

როგორც ხედავთ, თბილისს გასართობი ცენტრები არ აკლია, მაგრამ პრობლემად მაინც რჩება ისეთი სივრცე, სადაც მშობელიც და ბავშვიც გაერთობიან. სწორედ ამაზე ფიქრობდნენ ”ბიბლუსი გალერეის” წარმომადგენლები, როდესაც გადაწყვიტეს, რომ ჭავჭავაძის 7 ნომერში, აქამდე უფროსებისთვის ყველაზე კომფორტულ ადგილას, საბავშვო გასართობი ცენტრი ”ბიბლუსი ქიდსი” გაეკეთებინათ.

ცენტრი ზაფხულის დასაწყისში გაიხსნება და ეს იქნება ადგილი, სადაც ბავშვიც და მშობელიც ყველაზე კომფორტულად იგრძნობს თავს. რაც მთავარია, ის სხვადასხვა გასართობი ცენტრებისგან განსხვავებული იქნება. 10 წლამდე ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ”ბიბლუსი ქიდსში” მიიყვანენ, გართობის გარდა, გონების გასავითარებელ თამაშებსაც შესთავაზებენ. პა-ტარები შეძლებენ, ხალისით შეიმეცნონ ახალი ინფორმაცია ძიძებისა და ზედამხედველების საშუალებით. ბავშვებს ხელგარჯილობის საათებიც ექნებათ, შეძლებენ ძერწვას, მოხატვას, კერვას…

შაბათ-კვირას კი პროგრამები უფრო დატვირთული იქნება, ბავშვებს მეზღაპრე წაუკითხავს ზღაპრებს, რომელსაც სტუმრად ცნობილი ადამიანი ეყოლება. საბავშვო კარაოკეს, მულტფილმების ჩვენებების, თეატრალური დადგმების გარდა, მშობლებსა და შვილებს უგემრიელესი იტალიური ტკბილეულის, დესერტის, ნაყინის და ნაირფეროვანი კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.

და რაც მთავარია, მშობელს, რომელსაც თავადაც უნდა განიტვირთოს, თავისუფლად შეუძლია, მშვიდად დატოვოს შვილი პირველ სართულზე მომვლელებსა და ანიმატორებთან ერ-თად და მეორე სართულზე აბრძანდეს, შეარჩიოს სასურველი წიგნი და კაფე ”ჩი გუსტაში” განმარტოვდეს, სადაც გემრიელ იტალიურ ყავას მიირთმევს და უამრავი სახეობის ტკბილეულსა და ნაყინს დააგემოვნებს. მალე თბილისშიც შესაძლებელი გახდება ერთდროულად ორი სასიამოვნო საქმის კეთება, შვილის გართობაც და საკუთარი თავისთვის განტვირთვის საათების მოწყობაც.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები