ჯერ კიდევ 100 წლის წინ მდინარე ვოლგაში ზღაპრულ თევზს იჭერდნენ, რომლის წონაც 1.2–1.5 ტონა იყო და სიგრძე – 4 მეტრზე მეტი. ეს სულაც არ არის ლეგენდა, ყოველივე დამტკიცებულია არსებული ფოტომასალით.
გიგანტური სვია დიდი ხანია, მდინარე ვოლგაში აღარ ცხოვრობს. ამ დიდი სახეობის წარმომადგენლები კი ნაკლებად გვანან თავიანთ წინაპრებს.
სვია ცხოვრობს კასპიის, შავ და აზოვის ზღვებში. ეს თევზები ცხოვრობენ ზღვებში, მაგრამ ქვირითის დასადებად მდინარეებისკენ მიისწრაფიან. კასპიის ზღვის სვია იყენებს მდინარე ვოლგას, ურალს, მტკვარს. აზოვის ზღვის სვია მიცურავს მდინარე დონისკენ. შავი ზღვის სვია ცხოვრობს უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთის საზღვრებთან, ამიტომ, ქვირითობისთვის მდინარე დუნაის იყენებს.
ამ სახეობას 100 წელსაც შეუძლია ცხოვრება, ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე იზრდებიან. 4-მეტრიანი სვია, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში მდინარე ვოლგაში დაიჭირეს, წლოვანებით, დაახლოებით, ერთი საუკუნის გახლდათ.
იმის გამო, რომ სვია საკმაოდ ძვირადღირებული თევზია, მასზე უკანონო გზებით თევზაობდნენ, შესაბამისად, ისინი გადშენების პირას არიან და ,,წითელ წიგნშიც,, არის შეტანილი.
ამასთანავე, თევზის ეს სახეობა ზემოთ ჩამოთვლილ მდინარეებზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გამოც მივიდა გადაშენების პირას.
იმისათვის, რომ სვიამ ქვირითი დაყაროს, უნდა იზრდებოდეს 16–25 წელიწადს, მამრი სვია კი – 13–18 წელიწადს, რათა რეპროდუქციული ფუნქცია განუვითარდეს.
უაკანსკნელ პერიოდში აღრიცხული სვიებიდან ყველაზე დიდის წონა 300 კილოგრამს არ აღემატება, ასაკი კი – 40-50 წელიწადს. მეოცე საუკუნეში მდინარე ვოლგაში დაფიქსირებული იყო 25 ათასი სვია, 21–ე საუკუნის დასაწყისში კი მათი რაოდენობა 5 ათასს არ აღემატებოდა.