სად არიან სადაზღვევო კომპანიები? – „იცით, რაც კორონას ეხება – დაზღვევას არ ეხება. აბა, რა ეხება?“

სოციალური ქსელის მომხმარებელი მიმართავს კერძო სადაზღვევო კომპანიებს და საინტერესო სტატუსს წერს:

“გამარჯობა. მე მაინტერესებს, როცა ქვეყანაში კოვიდ პანდემია მძვინვარებს და სახელმწიფო ვეღარ უზრუნველყოფს უფასო ტესტების ჩატარებას სიმპტომების მიუხედავად, ამ დროს სად არიან სადაზღვევო კომპანიები? ვგულისხმობ კერძო დაზღვევას, რომელშიც ყოველ თვე ვიხდით არცთუ ისე ცოტა თანხას.

 ⁃ გვაიძულებენ, რომ ტესტი ჩავიტაროთ ჩვენით, კაი, როგორმე მოვუყრით ტესტის ფულს თავს. მაგრამ დადასტურების შემთხვევაში ყველას აქვს საშუალება, დამატებითი კვლევები იტაროს და ლაბი გამოიძახოს ბინაზე? დაზღვევის ოჯახის ექიმის პასუხი ერთია: იცით, რაც კორონას ეხება – დაზღვევას არ ეხება. აბა, რა ეხება? წელიწადი ისე გადის, შეიძლება, ვერ გამოიყენო ადამიანმა და ახლა, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება მათი გვერდით დგომა, უარს გვეუბნებიან? რატომ? მიპასუხოს, თუ არის ჯგუფში სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი. რატომ ვეგუებით ყველაფერს?  სსა, კოაგულოგრამა, დ დიმერი. თუ ამას ფილტვების რენტგენსაც დავუმატებთ? და დაზღვევა გიცხადებს, რომ რაც კორონას ეხება, მე არ მეხებაო. აბა, რაში მჭირდება? თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არ ეხება. აღარ არის დრო, აიძულოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში ყველა სადაზღვევო კომპანია? ან რაიმე ფორმით გამოვხატოთ პროტესტი”, – წერს მომხმარებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები