საბერძნეთში ჭარბწონიანი ადამიანები ვირებით ვეღარ ისეირნებენ

საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, პოპულარულ კუნძულ სანტორინიზე 100 კილოგრამ და მეტი წონის ადამიანებს ვირებზე ჯდომა აუკრძალა.
ასეთი გადაწყვეტილება იმის შემდეგ მიიღეს, რაც ცხოველების დამცველებისგან არაერთი განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ ვირებს ძალიან უჭირთ ასეთი ტვირთის ტარება. ამ დატვირთვის გამო, საწყალი ცხოველები ხერხემლის მრავალ ტრავმას იღებენ.
ასევე, ახალი დადგენილების შედეგად, აკრძალულია ტურისტებისთვის მაკე და ავადმყოფ ვირებზე კატაობა. ამას გარდა, ცხოველების მფლობელები ვალდებულები არიან ისინი ახალი საკვებით და სუფთა წყლით უზრუნველყონ.

კომენტარები

სხვა სიახლეები