ბერძენმა და ესპანელმა რეპროდუქტოლოგებმა განაცხადეს, რომ კვერცხუჯრედი 2 ადამიანისგან გაანაყოფიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგების თქმით, მათ ისტორიული ნაბიჯი გადადგეს, რათა დაამარცხონ ქალების უნაყოფობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბიჭი 2,9 კილოგრამი დაიბადა.
„სამი მშობლის“ მეთოდის მიხედვით, ქალი-დონორის მიტოქონდრიის დნმ-ის უჯრედები გადანერგეს დედის კვერცხუჯრედში. ამ მეთოდს გამოიყენებენ ოჯახებისთვის, რომლებსაც გენეტიკური მიტოქონდრიული დაავადებები აქვს, რომელიც გადაეცემა დედიდან შვილს.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცედურა ეთიკის საზღვრებს სცდება და მსგავსი რამის გაკეთება დაუშვებელია.