საბავშვო ჰიგიენის კომპანია Johnson & Johnson–ს სასამართლომ 100 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა – მათ პროდუქციაში კარცეროგენი აღმოაჩინეს?!
Johnson & Johnson–ს 1000 სასამართლო სარჩელის დასაკმაყოფილებლად 100 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევს. ბრალდება კომპანიას ბავშვის პუდრის უვარგისობაში სდებს ბრალს, რამაც კიბოთი მათუ დაავადება გამოიწვია.
კომპანიის წინააღმდეგ 19 ათასი სარჩელია მომზადებული. დაზარალებულები ირწმუნებიან, რომ საბავშვო პუდრში კარცეროგენია, რომელიც მომხმარებლის ონკოლოგიურ დაავადებას იწვევს.
კომპანია კი თავისი პროდუქციის უვნებლობის დამტკიცებას ცდილობს, პარალელურად კი აშშ–სა და კანადაში პრობლემური პროდუქტები სიმინდის სახამებლით ჩაანაცვლა.
სასამართლო პროცესი მეოთხე წელია, მიმდინარეობს.