2019 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილის – გიორგი როსტიაშვილის საკონკურსო სიმღერა “გვინდა, გვიყვარდეს” (We Need Love) ინტერნეტჰიტად იქცა. სოციალურ ქსელში ვიდეორგოლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის “გვინდა, გვიყვარდეს” ავტორი – დავით ევგენიძეა, კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, ხოლო მხატვარი შაკო პოპიაშვილია.
გიორგი როსტიაშვილი საბავშვო კონკურსის “რანინას” მეორე სეზონის გამარჯვებულია. საბავშვო ევროვიზია 2019 პოლონეთში 24 ნოემბერს გაიმართება.