2015 წლის საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული მალტის წარმომადგენელი გახდა (ვიდეო)

რიგით მე-13 საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული მალტის წარმომადგენელი დესტინი (Destiny Chukunyere) გახდა, საკონკურსო სიმღერით  “Not My Soul”. საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს.
2015 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა, “ვირუსმა”, სიმღერით “გაბედე” მე-10 ადგილი დაიკავა.
2015 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 17 ქვეყანა მონაწილეობდა. გრანდიოზული სანახაობა სოფიაში  21 ნოემბერს ჩატარდა.
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველომ პირველად 2007 წელს მიიღო მონაწილეობა. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის “ევროვიზია ჯუნიორი” წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა – 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ “ბზიკებს” ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი “ქენდი” გახდა.

https://www.youtube.com/watch?v=5PWCnKRuniI

კომენტარები

სხვა სიახლეები