საბავშვო ბაღში ბავშვებმა ნარკოტიკი შეისუნთქეს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა, სამი კი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს
ნიუ-იორკის პოლიცია საბავშვო ბაღის მეპატრონის ქმარს ეძებს. ამ ბაღში ნარკოტიკების ზემოქმედებისგან 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო სამი ბავშვი საავადმყოფოში გადაჭარბებული დოზის გამო მოხვდა. ამ შემზარავმა ფაქტმა პირველ რიგში, ბუნებრივი კითხვა გააჩინა -“როგორ მოხვდა ნარკოტიკები საბავშვო ბაღში?”
პატარა ნიკოლას დომინიკი ფენტანილის შესუნთქვის შედეგად გარდაიცვალა. ეს ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც ყველაზე ხშირად მედიცინაში ანესთეზიისთვის გამოიყენება და ჰეროინზე 50-ჯერ უფრო ძლიერია. აი, ეს ნივთიერება მოხვდა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე . პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკი ხალიჩის ქვეშ იყო მოთავსებული, რომელზეც ბავშვები იძინებდნენ. მოგვიანებით აქედან დაახლოებით კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს.
NYPD-ის წარმომადგენლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ საბავშვო ბაღის მფლობელის, ქალბატონი მენდესის ქმარს ეძებენ, რომელიც მომხდარშია ეჭვმიტანილი. პოლიციის მიერ მოპოვებული ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გარბის ქალბატონი მენდესის ქმარი ოფიცრების მოსვლამდე.
ბაღის მფლობელს, ქალბატონ მენდესს და მის ქმარს, კარლისტო აცევედო ბრიტოს, ბრალად ედებათ ნარკოტიკების შენახვა „გავრცელების განზრახვით, რამაც სიკვდილი გამოიწვია“. უსაფრთხოების კამერამ და ტელეფონის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ქალმა რამდენჯერმე დაურეკა ქმარს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ბავშვები ცუდად იყვნენ. მხოლოდ ამის შემდეგ მოიფიქრა 911-ში დარეკვა. სანამ პოლიცია მოვიდოდა, მისმა ქმარმა საბავშვო ბაღის საძინებლიდან რამდენიმე პაკეტი აიღო და გაუჩინარდა.
ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი ნიკოლას დომინიკი ნოემბერში 2 წლის გახდებოდა.
სამი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და მათ დოზის გადაჭარბების საწინააღმდეგო პრეპარატით მკურნალობენ. დანაშაულის კვალის დასამალად ქალბატონმა მენდესმა დაკავების შემდეგ ტელეფონიდან დაახლოებით უამრავი ტექსტური შეტყობინება წაშალა, მაგრამ წაშლილი მიმოწერა აღდგენილი და გაშიფრულია.
დაკავებული ქალის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ნარკოტიკების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. არადა, პოლიციის ცნობით, ნივთიერების ასეთ რაოდენობას 500 ათასი ადამიანის მოკვლა შეეძლო!
ინციდენტამდე ერთი დღით ადრე ქალაქის სანიტარიულმა ინსპექტორებმა საბავშვო ბაღში დაუგეგმავი შემოწმება ჩაატარეს, თუმცა დარღვევები არ აღმოაჩნდა.
წყარო: https://mshoblebi.ge