საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს საპირფარეშოებს არეცხვინებდნენ

რუსული მედიის ცნობით, ქალაქ სამარის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ბავშვებს საპირფარეშოების რეცხვას აიძულებდა. ამის შესახებ, აღსაზრდელების მშობლებმა განაცხადეს და განგაში ატეხეს. ერთ-ერთი აღსაზრდელი მშობლებს გამოუტყდა, რომ იმ დროს, როცა ბავშვებს უნდა დაეძინათ, მასწავლებელი მას და კიდევ ერთ ბავშვს უნიტაზების წმენდას აიძულებდა.
ფაქტზე ადგილობრივმა პროკურატურამ მოკვლევა უკვე დაიწყო, ბავშვების ნაამბობი დადასტურდა. აღმზრდელი ამ დროისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო პროკურატურა მის სამართლებრივ დასჯას ითხოვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები