პროკურატურაში ბაღის აღმზრდელის წინააღმდეგ საჩივარი მოხვდა. როგორც უფის პროკურატურაში წარდგენილ საჩივარში სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლები აღნიშნავენ, მასწავლებელი მათ ბიჭებს ბაღში გოგონების კაბებს აცმევდა.
„წერილში აღნიშნულია, რომ აღმზრდელი დასჯის მიზნით ბავშვებს ხშირად აყენებს კუთხეში. თუ ისინი შემთხვევით გოგოს გააბრაზებენ, მათ აიძულებს, გოგოს კაბები ჩაიცვან და ასე იარონ“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურატურის წარმომადგენელმა გუზელ მასაგუტობამ.
პროკურატურამ საჩივრის საფუძველზე ბაღის შემოწმება დაიწყო. როგორც უფის მერიაში განმარტავენ, აღმზრდელი, რომელზეც საჩივარი შევიდა, 20 წელია ბაღში მუშაობს და დიდი გამოცდილება აქვს. პედაგოგი მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტად ითვლება.