ინგრედიენტები:
კვერცხის ცილა – 3 ცალი,
შაქარი – 150 გრ,
მარილი – ¼ ჩაის კოვზი,
ოქროსფერი საკონდიტრო მოსართავი – გასაფორმებლად.
მომზადების წესი: კვერცხის ცილა მარილთან ერთად გათეთრებამდე ავთქვიფოთ. შემდეგ ნელ-ნელა შაქარი დავუმატოთ. საცხობ ქაღალდზე ფიფქი დავხატოთ და საცხობ ფირფიტაზე მოვათავსოთ. მიღებული მასა საკონდიტრო მოსართავში გადავიტანოთ და ქაღალდზე დახატული ფიფქი მოვხატოთ. შემდეგ საკონდიტორო მოსართავით მოვრთოთ და ღუმელში 100 გრადუსზე 40-50 წუთით მოვათავსოთ.
სხვა სიახლეები